სიყვარულის ისტორია: სულთანი სულეიმან II და როკსოლანა

suleiman-II-roksolanaეს მოხდა 1520 წელს. ნასტიას, მღვდლის — გავრილა ლისოვსკის — ქალიშვილს, ის-ის იყო თხუთმეტი წელი შეუსრულდა. ყაჩაღებმა, რომლებიც მშობლიურ ლვოვშინაში დაძრწოდნენ, სწრაფად შეაგდეს ცხენის გავაზე და ქარივით გააქროლეს უცხო მხარეში. ასე აღმოჩნდა იგი მონათა ბაზარზე. ანასტასია შესახედავად ისეთი კარგი იყო, ოსმალეთის იმპერიიის ვეზირმა, დანახვისთანავე გადაწყვიტა, რომ ღირსეული „საჩუქარი“ იქნებოდა თავად სულთნისათვის. მან ტყვე სულთანის ჰარამხანაში გაგზავნა, რომ ენა, სასახლის

კარის ტრადიციები და მუსულმანური წეს-ჩვეულება შეეთვისებინა. ერთი წლის შემდეგ ნასტია, ახალი სახელით — როკსოლანა, იმპერიის მბრძანებლის ზღაპრულ სასახლეში მოხვდა.

პირველად რომ დაინახა, სულთანი, ყველასთვის მოულოდნელად… გაწითლდა — ისე განაცვიფრა სულეიმან ბრწყინვალე მონა ქალის სილამაზემ. ასობით მშვენიერი ხასის სრულუფლებიანი პატრონისთვის ეს გასაოცარი აღმოჩნდა.

როდესაც ისინი მარტო დატოვეს, როკსოლანა მიხვდა, სულთანი არა მხოლოდ მიმზიდველი, არამედ ჭკვიანი და განათლებულიc იყო. სულეიმანიც მოაჯადოვა მახვილგონიერმა, მომღიმარმა ქალიშვილმა, რომელიც, ჩანდა, სავსებით არ თრთოდა მრისხანე მბრძანებლის შიშით.

ხანგრძლივი და ძლევამოსილი საბრძოლო ლაშქრობიდან დაბრუნებულმა არ დაივიწყა მზეთუნახავი და გაუგზავნა ბრძანება: სწვეოდა „უმაღლეს“ საწოლ დარბაზს. თუმცა ხარჭამ უარი თქვა „მაღალ პატივზე“.

ასეთი თავხედობისთვის შეეძლოთ მისთვის თავი მოეკვეთათ, მაგრამ როკსოლანას ახსოვდა სულთანის მგზნებარე მზერა და ხვდებოდა, რომ სასტიკი სასჯელი მას არ ემუქრება. ხოლო 25 წლის მმართველში გაჩნდა აქამდე უცნობი შფოთი, იმდენად ძლიერი, რომ გაუგონარი საქციელი ჩაიდინა: თვითონ გამოცხადდა როკსოლანას პალატში.

სანაცვლოდ მრისხანებისა, რომლის წინაშეც პირქვე ეცემოდნენ მისი ყველაზე მედგარი ხელქვეითები, მოზღვავებული სინაზით აავსო ქალიშვილი. როკსოლანამ პირდაპირ თქვა, რომ უყვარს თავისი მბრძანებელი, თუმცა, რჩება რა მონად, თავის მომავალ შვილებსაც მონობისთვის წირავს.

სულთანს, რასაკვირველია, შეეძლო თავისუფლება ეჩუქებინა მშვენიერი ხარჭისათვის, მაგრამ დარჩებოდა კი მასთან როკსოლანა? მაშინ სულეიმანმა უპასუხა: „შენ შეგიძლია, ჩემი პირველი ცოლი გახდე“.

წელიწადზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ გამოვიდა ბრძანება, სულთნის ხელმოწერით, რომ შეუდარებელი როკსოლანა მმართველის საყვარელ მეუღლედ სახელდება და მისი სიტყვა სახელმწიფოს ქვეშევრდომთათვის კანონად იქცევა.

მშვენიერი როკსოლანა, რომელსაც ხალხმა „მოცინარი ქალბატონი“ შეარქვა, ქმართან, სულეიმან II ბრწყინვალესთნ, ერთად გახდა ოსმალეთის იმპერიის სრულუფლებიანი ბატონი. ამასთან, სულთნის დაახლოებულმა პირებმა მთელი გულით შეიყვარეს თავიანთი ქალბატონი. მან ახალი პრივილეგიებით აღჭურვა იანიჩრები და მათი ჯამაგირი მრავალგზის გაზარდა.

brwyinvale-saukuneსულთნის კარის ყველა ჩვეულების საწინააღმდეგოდ, ჰარამხანის ასობით, აუწერელი სილამაზის, მზეთუნახავი დავიწყებულ იქნა. სულეიმან II ისტორიაში შევიდა, როგორც ოსმალეთის იმპერიიის ერთადერთი მმართველი, რომელიც სიბერემდე მხოლოდ ერთ მეუღლესთან — როკსოლანასთან ცხოვრობდა.

თუ სულთნისა და მისი ლამაზი ცოლის ამბავმა დაგაინტერესა ან თურქული სერიალების ეგზოტიკური სამყარო გხიბლავს, აუცილებლად ნახე ფილმი «დიდებული საუკუნე» , ხალიტ ერგენჩისა და მერიემ სახრა უზერლის მონაწილეობით. ფილმს სწორედ მათი სიყვარულის ისტორია უდევს საფუძვლად.

baneri1

თქვენი სახელი:
თქვენი E-Mail:

Запись опубликована в рубрике სიყვარულის ისტორია с метками , , , , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.